Bloomberg - დიდი ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს

დიდი ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg -ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ის არ ეთანხმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას. უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების თაობაზე.

ბერნემმა ზელენსკის ასევე შეატყობინა, რომ დიდი ბრიტანეთი არ გააუქმებს აღნიშნული ორი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციებს. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა მომავალშიც უნდა შეინარჩუნონ სანქციები, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე ომის დასამთავრებლად.

გამოცემამ აღნიშნა, რომ უსმანოვსაც და ფრიდმანსაც გააჩნდათ ფინანსური ინტერესები დიდ ბრიტანეთში. კერძოდ, უსმანოვი ცნობილია საფეხბურთო კლუბ “არსენალში” განხორციელებული ინვესტიციებით, საიდანაც ის 2018 წელს გამოვიდა. ფრიდმანი ლონდონში 2013 წელს გადავიდა, მაგრამ ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა