შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მომღერლის კონცერტი გაუქმდა და ვნახეთ, რომ ამ ადამიანის გამხნევება დაიწყეს, ვინც არის ფაშისტური შეძახილების ავტორი - გამოხმაურებები კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს აზრს და ადასტურებს, რომ საქმე მართლაც გვაქვს სექტასთან

ვხედავთ, მათ რეაქციებს ყველაფერზე, რაც მათი წარმოდგენით, მათ სიწმინდეებს ეხებათ და ასე, სიწმინდეებად ჰყავთ გამოცხადებული უცხოელი პოლიტიკოსი, ევროკავშირი თუნდაც - ბოლოს ვნახეთ ერთ-ერთ მომღერალთან დაკავშირებულ საკითხზე, როდესაც კონცერტი გაუქმდაო. ვნახეთ, რომ იმ ადამიანის გამხნევება დაიწყეს, რომელიც არის ფაშისტური შეძახილების ავტორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საზოგადოების ნაწილის იმ რეაქციაზე, რომელიც მოჰყვა მის მიერ კონცერტთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული რეაქცია უმტკიცებს აზრს, რომ „საქმე მართლაც სექტასთან გვაქვს“

„მე მგონი, გამოხმაურებებსაც ვაკვირდები და ეს გამოხმაურებები კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს აზრს და ადასტურებს, რომ საქმე მართლაც გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად. ვხედავთ, მათ რეაქციებს ყველაფერზე, რაც მათი წარმოდგენით, მათ სიწმინდეებს ეხებათ და ასე, სიწმინდეებად ჰყავთ გამოცხადებული უცხოელი პოლიტიკოსი, ევროკავშირი თუნდაც, ანუ ის, რისი ანტიპოდიც არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ის, როგორც სალოცავი, სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი, არ შეიძლება მისი კრიტიკა, კითხვების დასმა და ამიტომაც აქვთ ხოლმე რეაქცია რეაქცია ბრიუსელის და ევროკავშირის მიმართ ნებისმიერ კრიტიკაზე, ნებისმიერ კითხვაზე ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვეხებით მათ სიწმინდეებს და ამიტომაც ვხედავთ აბსოლუტურ ფუნდამენტალისტურ რეაქციებს ამ ჯგუფის მხრიდან.

ეს ჯგუფი ფუნდამენტალისტურია იმიტომ, რომ ის არის დაფუძნებული ძალადობაზე, მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს მათ იდეოლოგიას და ეს ძალადობა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ. ბოლოს ვნახეთ ერთ-ერთ მომღერალთან დაკავშირებულ საკითხზე, როდესაც თქვეს, კონცერტი გაუქმდაო. ვნახეთ, რომ იმ ადამიანის გამხნევება დაიწყეს, ვინც არის ფაშისტური შეძახილების ავტორი, ვნახეთ დადასტურება და დათანხმება იმაში, რომ ასეთი ფაშისტური სლოგანები არის ის, რასაც ხელოვნებას ეძახიან. ვნახეთ, ჩვენ, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც კი, დედის გინებას უწოდა გამოხატვის თავისუფლება და მონას ძახილს უწოდა ქართული კულტურული მემკვიდრეობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე