ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტების პაკეტი, რომელიც გაფართოებისწინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

„ევროპის მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ. ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია. დღეს საფუძველს ვამზადებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერიც იქნება: უფრო მყარი, უფრო ეფექტური, და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავენ. მაშინ როდესაც გაფართოების ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმების საკუთარ გზაზე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ეს ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების მომზადებას, ჩვენი პოლიტიკის ახალი რეალობისთვის მომზადებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ასახავს ჩვენს საერთო ამბიციებს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავდროულად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა კვლავაც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, პირობითი და შექცევადი და დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მზადყოფნასა და სტრატეგიულ თანხვედრაზე.

ამას გარდა, ევროკომისია ასევე წინადადებით გამოდის, რომ სანქციებისა და ასპირანტ ქვეყნებთან სამომლაპარაკებლო კლასტერების გახსნის საკითხებში ევროკავშირი ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადავიდეს.

„ევროკომისია გააგრძელებს „გარდამავალი დებულებების” გამოყენების მხარდაჭერას, რათა საკვანძო სფეროებში - როგორიცაა სანქციები, საგადასახადო თაღლითობა და ფისკალური ზომები ენერგეტიკულ პოლიტიკაში - [ევროკავშირი] გადავიდეს ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე… გაფართოების მიმართულებით, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დინამიკურობის გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებათა კლასტერების გახსნისა და სხვა შუალედური გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენებოდეს კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი,” - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა