ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე - არიან ადამიანები, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან და ამაზე იყო საუბარი - ჩვენთვის, პირველ რიგში კი, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა და ეს გულისტკივილი გამოითქვა მისი მხრიდანაც

ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა - როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

კითხვაზე, ხომ არ ყოფილა საუბარი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რაიმე ფორმით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და ბიძინა ივანიშვილმა საკითხზე ზოგადი შეფასება გააკეთა.

„პროცესები, იცით რაც იყო, არიან, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ეს არის კომენტარი, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა.

ამ საკითხზე [ღარიბაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებაზე] საუბარი არ ყოფილა, ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და ზოგადი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“.- განაცხადა კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს