ლევან ცუცქირიძე - უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა - მათ შეუძლიათ ისტორიაში შევიდნენ როგორც ხალხი, რომელმაც საჭირო დროს იპოვა ძალა, რათა გადაერჩინა დემოკრატიის ნაგლეჯები

ვიღაცების ისტორია უკვე დაწერილია, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებმაც ეს სარჩელი დაწერეს, მაგრამ იმ მოსამართლეების, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა თუ როგორ შევლენ ისტორიაში, ჯერ არ დაწერილა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 12:00 საათზე ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “თავისუფლების მოედანი” არ არის ასაკრძალი პარტიების სიაში, რაც ხდება, არის უსამართლობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია.

“ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ვიღაცების ისტორია უკვე დაწერილია. მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებმაც ეს სარჩელი დაწერეს. ყველამ უკვე ვიცით, როგორ შევლენ ისინი ისტორიაში, მაგრამ იმ მოსამართლეების, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუ როგორ შევლენ ისტორიაში, ჯერ არ დაწერილა. მათ შეუძლიათ ისტორიაში შევიდნენ ან ისე, როგორც დანარჩენები შევლენ „ქართული ოცნებიდან” ან შევიდნენ ისე, როგორც ხალხი, რომელმაც საჭირო დროს იპოვა ძალა და ღირსება, რათა გადაერჩინა დემოკრატიის ის დარჩენილი ნაგლეჯები, რომელიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყანაში.

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც უსამართლობა ხდება ჩვენ მის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, გვეხება ჩვენ ის თუ არა. უსამართლობა არის უსამართლობა და ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ მას”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა