ადვოკატი - დაპირისპირების დროს დავით ფეიქრიშვილს ტელეფონის კოდს ვატო ყიფიანი სთხოვდა, რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ, რაც არ არის იმ ტელეფონში, უბრალოდ, პრინციპის ამბავი იყო და ფეიქრიშვილმა არ მისცა ეს კოდები

დაპირისპირების დროს ვატო ყიფიანი ტელეფონის კოდს სთხოვდა დავით ფეიქრიშვილს. პრინციპის ამბავი იყო და დავით ფეიქრიშვილმა მას არ მისცა ტელეფონის კოდები, - ამის შესახებ ადვოკატმა დავით გოგიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გლდანის ციხეში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ასევე ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი კიდევ ოთხი პირი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ დროისთვის, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, კონტაქტურია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„დავით ფეიქრიშვილს ხელის მტევანი გაუკერეს, მეორე ხელზე თაბაშირი დაადეს, აქვს წოლითი რეჟიმი, წევს „ვივამედის“ კლინიკაში.

დაპირისპირების დროს ტელეფონიდან კოდს ითხოვდნენ, რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ, რაც არ არის იმ ტელეფონში. რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ, უბრალოდ პრინციპის ამბავი იყო და არ მისცა ტელეფონის კოდები. კი, ვატო ყიფიანი სთხოვდა ამ კოდებს“- განაცხადა პაატა გოიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. პაატა გოგიაშვილის თქმით, გამოძიების დაწყებას გენერალური პროკურატურიდან ითხოვენ.

„ჩვენ არ ვენდობით იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურს იმიტომ, რომ ერთი სისტემაა და აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ გენერალური პროკურატურისგან, რომ დაიწყონ გამოძიება. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საგამოძიებო სამსახურთან ვითანამშრომლებთ და სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რა ხდება პენიტენციურ დაწესებულებებში“.- განაცხადა დავით ფეიქრიშვილმა.

შეგახსენებთ, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ მედიასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოიაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საკანში, რომელშიც ზის ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი, შეასახლეს ასევე ბრალდებულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“) შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე და ფიზიკურად გაუსწორდნენ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილმა სხეულზე დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები მიიღო. ადვოკატის თქმით, ისინი ითხოვდნენ „მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს“. ასევე ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში ზის, ოღონდ სხვა საკანში.

მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და აღნიშნა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა“- ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ბრალდებული. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ვატო ყიფიანი დავით ფეიქრიშვილთან საკანში შესახლებასა და კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს. ყიფიანის დამოკიდებულებაა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და გახდება ნათელი.

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა