CORE აკადემია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა CORE აკადემიასთან (ჰონგ კონგი, ჩინეთი) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმი ქართველ და ჩინელ, აგრეთვე, აკადემიის წევრ მსოფლიოს ათობით ქვეყნის მეცნიერთან თანამშრომლობას, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

„მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმებასთან ერთად გრუნის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ, აკადემიის წევრებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია: „ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა - ერთი სარტყელი, ერთი გზა - ინიციატივის ფარგლებში და გლობალური ტურბულენტობის ფონზე“.

2026 წლის მონაცემებით, CORE აკადემიას 60-ზე მეტი ქვეყნის 250-ზე მეტი არჩეული წევრი (Fellow) და 600-ზე მეტი წევრი ჰყავს. მათ შორის, მისი წევრები არიან ნობელის ლაურეატებიც, მაგალითად, ფილიპ აგიონი, 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. აკადემიას ცენტრები აქვე ჩინეთის 5 დიდ ქალაქში: კუნშანიში (ძრავები და ენერგოსისტემები), ჭუძიში ( მასალათმცოდნეობა), ურუმჩიში (მწვანე ენერგია), შენჟენში (კვლევითი ინსტიტუტი), ასევე, ოფისი სიანში და სათავო ოფისი ჰონგ კონგში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა