ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2012 წელს მოვედი, მანამდე სკოლასა და ბაღში დავდიოდი და უნდა ამკრძალოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო

„ნაციონალურ მოძრაობაში“ 2012 წელს მოვედი, მანამდე სკოლასა და ბაღში დავდიოდი და უნდა ამკრძალოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო - თუკი ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საკუთარი თავის აკრძალვით უნდა დაიწყოს! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ გააკეთა.

ასაკრძალ პარტიათა სიაში წარდგენილმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდივე მოსამართლის აცილება მოითხოვა. შესაბამისი დასაბუთება და არგუმენტები ანა წითლიძემ წარადგინა.

წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, არ არიან თავისუფალი, სამართლიანი და ვერ იხელმძღვანელებენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ჯერ კიდევ 2023 წელს სოლიდარობას უცხადებდა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში პირველად, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვისთვის აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მეთოფიშვილი აცხადებდა, რომ მათი კორუმპირებულობის შესახებ საუბარი სიცრუეს წარმოადგენდა. მან სანქციების ფორმა სტალინი-ბერიას ეპოქას შეადარა. სერგო მეთოფიშვილი ის მოსამართლე იყო, რომელიც 2024 წელს ცდილობდა გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა შეემოწმებინა.

ევა გოცირიძეს სასამართლო კლანის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. ჯერ კიდევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოღვაწეობის დროს ის ამით იყო დაკავებული. 2017 წელს კი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. ის იყო მოსამართლე, რომელიც პრობლემას ვერ ხედავდა აგენტების კანონის განხილვის დროს და ამბობდა, რომ ეს შესაბამისობაში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან.

მოსამართლე ვასილ როინიშვილი - შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე უნდა იმსჯელოს და თქვას, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სისტემურ დანაშაულებში იყო მხილებული. თქვენ მოსამართლეებო უნდა ამკრძალოთ მე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2012 წელს მოვედი, მანამდე სკოლასა და ბაღში ვიყავი. მე უნდა ამკრძალოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის“ დროს იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი აი იმ სისტემურ დანაშაულებში, რაზეც მოსარჩელე საუბრობს. ამ მოსამართლემ, თუკი ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ საკუთარი თავის აკრძალვით უნდა დაიწყოს.

მოსამართლე გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მხოლოდ და მხოლოდ მამამისის გავლენებით გახდა, რომელიც არასამთავრობო სექტორის შეფასებით ასევე სასამართლო კლანს წარმოადგენს. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. მმართველი გუნდის გარეშე მისი ამ პოზიციაზე დამტკიცება შეუძლებელი იყო. გოგა კიკილაშვილი ყაველაშვილმა დანიშნა, რომელიც თავად არალეგიტიმურია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ასევე სასამართლო კლანს წარმოადგენს. შესაბამისად, ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიან ვერ იქნებით!

მოსამართლე გიორგი მოდებაძე თავის გადაწყვეტილებში ვერ იქნება ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი, რადგან დანიშნულია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის ყაველაშვილის მიერ და წარმოადგენს მმართველ გუნდთან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირს.

ასევე, გიორგი თევდორაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის შეფასებით ის იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ანა წითლიძემ სასამართლო სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა