ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპისთვის უკრაინის კონფლიქტის დასრულება ადამიანური დანაკარგების შესაჩერებლად არის მნიშვნელოვანი

დონალდ ტრამპისთვის უკრაინის კონფლიქტის დასრულება ადამიანური დანაკარგების შესაჩერებლად არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა.

„საუბრებში, მათ შორის ბოლო სატელეფონო საუბარში, მან [ტრამპი] ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ამ კონფლიქტის დასრულება, პირველ რიგში, ორივე მხრიდან პერსონალის დანაკარგების გათვალისწინებით“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა უიტკოფსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ასევე, პუტინის თქმით, რუსეთი აშშ-თან ეკონომიკური პროექტების განსახილველად მზად არის და აღნიშნა, რომ დიზელის გარიგების შედეგად, გლობალურ ბაზარზე ფასები 5-6%-ით დაეცა.

სტივ უიტკოფმა დიზელის გარიგებისთვის ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის სახელით მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა