სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მის მიერ ჩატანილ დოკუმენტებს გაეცნოს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოსლოში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

„მოგაწვდით ინფორმაციას ოსლოში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო და მინდა ვთქვა, რომ წინსვლა არის - ამის შესახებ გაცნობებთ“ - განაცხადა უიტკოფმა პუტინთან შეხვედრაზე.

მან რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მის მიერ ჩამოტანილ დოკუმენტებს გადახედოს.

„ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, ცოტა მოგვიანებით გადახედოთ და გაეცნოთ ამ დოკუმენტებს“, - განაცხადა უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ უნდა გაიგოს, თუ რა ეკონომიკური შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. უიტკოფის თქმით, უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები აქვთ.

„ჩვენ ამის შესახებ ღიად ვაცხადებთ უკრაინულ მხარესთანაც, რათა მათაც გააცნობიერონ, რა შესაძლებლობები ექნებათ კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისთვის.

„ბატონო პრეზიდენტო, ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიიღეთ დიზელის საწვავის ექსპორტთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების შესახებ. ამის შედეგად, დიზელის საწვავის გაყიდვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიო ბაზრებზეც“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა