გიორგი კახიანი - არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს - მათ სურთ, თავისი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია და „ამ ნარატივის გავრცელება თავად ოპოზიციის ინტერესშია“.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი საჯაროა, სადაც ყველა საკითხზე გაიმართება მსჯელობა და პაექრობა, ხოლო დეტალები საზოგადოებისთვის განხილვის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.

„საკითხის განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოება ამას იხილავს. საჯარო არის სასამართლო პროცესი და მათ შორის მაგ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, პაექრობა, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აბრალებს ომის დაწყებას, ეს მათ უნდათ რომ ეს ასე გამოჩნდეს. ისინი რეალურად ეფარებიან სახელმწიფოს ინტერესებს და პოზიციებს. თავისი მძიმე ქმედებები, რომლებიც განახორციელეს მათ თავის დროზე და რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ეს უნდათ სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ და თავისი ცოდვების თითქოს სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ, მაგრამ ეს ესე არ გამოვა იმიტომ, რომ განხილვა გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა