BTU-ს სტუდენტები საერთაშორისო კონკურსში CFA Institute Research Challenge 2026–2027 მიიღებენ მონაწილეობას

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტთა გუნდი საერთაშორისო კონკურსში, CFA Institute Research Challenge 2026–2027-ში მიიღებს მონაწილეობას.

CFA Institute Research Challenge საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, იმუშაონ ფინანსურ ანალიზზე, შეაფასონ კომპანიების საქმიანობა და მოამზადონ საინვესტიციო კვლევები. კონკურსი მონაწილეებს ფინანსური კვლევის, ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პროფესიული პრეზენტაციის უნარების განვითარებაში ეხმარება.

BTU-ის გუნდის აკადემიური ხელმძღვანელია ვახტანგ ჩქარეული, უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები კონკურსის ფარგლებში კვლევით და ანალიტიკურ სამუშაოებს შეასრულებენ.

9 ნოემბერს BTU-ის გუნდი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც კონკურსის ოფიციალური გახსნითი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ დაიწყება კვლევითი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ფინანსური ანალიზისა და საინვესტიციო შეფასების მიმართულებით იმუშავებენ.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა BTU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მიღებული აკადემიური ცოდნა რეალურ ფინანსურ ამოცანებთან მუშაობისას გამოიყენონ, გაიღრმაონ პროფესიული კომპეტენციები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.

CFA Institute Research Challenge-ში მონაწილეობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ფინანსების მიმართულებით პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისა და სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა