ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ომს არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ომს არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინავს. ზელენსკი ამას ომის დასრულების რეალურ გზად მიიჩნევს.

Fox News-თან ინტერვიუში შეკითხვაზე: „დათანხმდებოდით სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც არსებულ ვითარებას უცვლელად დატოვებდა და რომლის პირობებითაც თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 75 პროცენტი ან მეტი კვლავ თქვენს კონტროლქვეშ დარჩებოდა, იმის მიუხედავად, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დათანხმდებოდით არსებულ ვითარებაში შეთანხმების მიღწევას?“ - ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ. თუ ახლა მოგვიწევს სიტუაციის გაყინვა, ვფიქრობ, ეს ომის დასრულების რეალური გზაა“.

„ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ, ან მკვლელობების შეჩერებას, როგორც ამას პრეზიდენტმა ტრამპმა უწოდა. გავყინოთ და შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ეს არის მინიმუმი, რასაც დღეს რუსეთისგან ვითხოვთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამის შემდეგ უკრაინა პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპელი მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„ამის შემდეგ, ბუნებრივია, მივმართავთ პრეზიდენტსა და ევროპელ პარტნიორებს უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად. ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხო მშვიდობაა,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა