გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია

გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით საქართველოს ეწვია სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი, ნედერლანდების სამეფოს შეფ-ინსტრუქტორი გოჯუ-რიუ კარატეში. 17 და 18 ოქტომბერს მან აკადემიაში სემინარები ჩაატარა, რომლებშიც მონაწილეობა დაახლოებით 200 მოვარჯიშემ მიიღებო. სემინარები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, მათ ასაკსა და განვითარების საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ევარჯიშათ.

ღონისძიება აკადემიისთვის განსაკუთრებულ თარიღს დაემთხვა - 17 ოქტომბერს გოჯუ-რიუს აკადემიის გახსნიდან ერთი წელი სრულდება. საერთაშორისო სემინარით პირველი წლისთავის აღნიშვნა გამოხატავს აკადემიის მისწრაფებას, საქართველოში მოვარჯიშეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საერთაშორისო გამოცდილება და შექმნას უწყვეტი სწავლისა და განვითარების სივრცე.

საერთაშორისო გამოცდილება - ახალი ხედვა და სიღრმისეული ცოდნა

მსგავსი სემინარები მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გასცდნენ ყოველდღიური ვარჯიშის ჩარჩოებს - ნაცნობ ტექნიკებსა და პრინციპებს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედონ.

ბავშვებისთვის ასეთი გამოცდილება შეიძლება იქცეს სწავლისა და ვარჯიშის დამატებით მოტივაციად. საერთო სავარჯიშო გარემო ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის, დისციპლინის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. ამასთან, ბავშვები უშუალოდ ეცნობიან იმას, რომ კარატე საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელსაც საერთო ღირებულებები აერთიანებს.

გამოცდილი მოვარჯიშეებისა და ინსტრუქტორებისთვის კი სემინარი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელოვანი სივრცეა. მიღებული ცოდნა შემდგომ ყოველდღიურ ვარჯიშსა და სწავლების პროცესში გადადის, რაც ღონისძიების სარგებელს მის უშუალო მონაწილეებს მიღმაც ავრცელებს.

საერთაშორისო ღონისძიებები — აკადემიის ყოველწლიური ტრადიცია

გოჯუ-რიუს აკადემია მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების ყოველწლიურად ჩატარებას გეგმავს. მიზანია, ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულ მოვარჯიშეებს რეგულარულად ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისწავლონ საერთაშორისო დონის ინსტრუქტორებისგან, გაიღრმაონ ცოდნა და განიმტკიცონ კავშირი კარატეს საერთაშორისო საზოგადოებასთან.

გოჯუ-რიუს აკადემიისთვის კარატე ფიზიკურ მომზადებასთან ერთად თვითდისციპლინის, პატივისცემისა და პიროვნული ზრდის გზაა. მსგავსი სემინარები სწორედ ამ ხედვას ემსახურება — შექმნას გარემო, სადაც თითოეული მონაწილე შეძლებს ახლის აღმოჩენას, საკუთარი პრაქტიკის უფრო სიღრმისეულად გააზრებასა და განვითარების შემდეგი ნაბიჯის გადადგმას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა