ანონსი 22 ოქტომბერი

ანონსი  22 ოქტომბერი

22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ქვეყანაში სხვადასხვა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი; რა ვირუსია დომინანტური; რეკომენდაციები გართულების თავიდან ასარიდებლად“.

მის: ერწოს ქ.N7

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ბექა კვიციანის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

22 ოქტომბერს 11:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსს გახსნის.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საკონტაქტო: 555 451 001