თაზო დათუნაშვილი - აკრძალვის მოლოდინი არის - როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ „დამკაში“ გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე

აკრძალვის მოლოდინი არის - როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ „დამკაში“ გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური სისუსტე ამოძრავებს.

„აკრძალვის მოლოდინი არის. როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ დამკაში გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე. ახლა სხვა გზა არ აქვს. ის, რისთვისაც ამას აკეთებს, არის პოლიტიკური სისუსტე. პოლიტიკური სისუსტე ამოძრავებს მას. ასე რომ არ იყოს, ჟურნალისტებს არ დაიჭერდა და ციხეში არ ჩასვამდა „ფეისბუქზე“ დაწერილი სიტყვებისთვის, ადამიანებს ციხეში არ ჩასვამდა ტროტუარზე დგომის გამო, პარტიებს არ აკრძალავდა, რომ ჰქონდეს საკუთარი ელექტორალური გამარჯვების იმედი. უნდა გვესმოდეს, რომ ის თუ ამ ნაბიჯს დგამს ე.ი. ის სასოწარკვეთილია და პოლიტიკურად სხვა გზას ვერ ხედავს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ არ დავკარგოთ წონასწორობა, ვიყოთ თანმიმდევრულები იმ პროცესში, რასაც ჰქვია საზოგადოებასთან ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ