ყოფილი თავდაცვის მინისტრი
ლევან იზორია

ლევან იზორია 1991 წლიდან 1996 წლამდე სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდული ფაკულტეტზე. თბილისში სწავლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ქალაქ გეტინგენში, გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, 1998–1999 წლებში, შემდეგ კი იგივე უნივერსიტეტში — დოქტურანტურაზე (1999–2002). 1999 და 2002 წლებში გერმანიაში მიიღო სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის ხარისხები.

ლევან იზორია 1992 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. მათ შორის, იყო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (1992–1995), იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი (1995–1998) და იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი (2002–2005). პარალელურად, 1999 წელს გერმანიის ქ. გეტინგენში გახდა სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე, სადაც 2002 წლამდე იმუშავა. 2002 წლიდან — მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2003 წლიდან 2004 წლამდე იყო გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. 2004–2006 შსს აკადემიის რექტორი.

2006–2007 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. 2007–2009 წლებში იყო მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი). 2009–2010 წლებში — კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. პარალელურად, 2009– 2011 წლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 და 2011 წლის ივლის-აგვისტოში იყო მეცნიერული მივლინებით ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში. ჩამოსვლის შემდეგ 2014 წლამდე — გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2014 წლიდან არის საქართველოს შსს-ს აკადემიის სრული პროფესორი. 2012–2015 წლებში იყო საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილე, ხოლო 2015 წლიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. 2016-2019 წლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება