#55-ე სკოლის ბაგების ფილიალში საშუალო სკოლების ოპტიმიზაციის პრობლემებზე დისკუსია გაიმართება

„ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი“ (UGPN) და „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ (სპმთპ) ხვალ #55-ე სკოლის ბაგების ფილიალში საშუალო სკოლების ოპტიმიზაციის პრობლემებზე დისკუსიას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს~ აღნიშნული ორგანიზაციებიდან აცნობეს, „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი“-ს (UGPN) და „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“-ს (სპმთპ) წარმომადგენლები შეხვედრაზე განათლების სისტემის მაღალჩინოსნებს, პარლამენტარებს, სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმ რთულ და რეალურ სიტუაციას გააცნობენ, რა სიტუაციაშიც მოსწავლეები და პედაგოგები სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად აღმონჩდნენ.;

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ის მძიმე რეალობა, რომელშიც 55-ე სკოლის ფილიალის მოსწავლეებს უწევთ სწავლა. ღონისძიების; ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ყოფილი 135-ე სკოლა, რომელიც ბაგებში მდებარეობს, ერთ-ერთი კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითია, საშუალო სკოლების დაფინანსებასა და მართვასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადოებისათვის გასაცნობად. 55-ე სკოლას, პრაქტიკულად, არანაირი შესაძლებლობა აღარ აქვს, დაფაროს ბაგების ფილიალის ხარჯები და მოსწავლეებს მინიმალურად მისაღები სასწავლო გარემო.

განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2006 წელს მცირე კონტინგენტიანი სკოლები დიდ სკოლებს მიუერთდა. ყოფილი 135-ე საჯარო სკოლა 55-ე საჯარო სკოლის ფილიალად გადაკეთდა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა