რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის განკარგულებით, აფხაზურმა შენაერთებმა და რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა კოდორი დღეს, დღის ბოლომდე უნდა აიღონ.

ზემო აფხაზეთის სოფლებზე საარტილერიო და საავიაციო დარტყმები განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ქართული საპოლიციო ნაწილები ამ ეტაპზე საოკუპაციო ჯარებს წინააღმდეგობას უწევენ. თუმცა აფხაზეთისა და რუსეთის გაერთიანებულმა სახმელეთო ჯარების ნაწილებმა ზემო აფხაზეთისკენ დაიწყეს გადაადგილება.

აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართველი პოლიციელების ერთი ნაწილი ალყაშია მოქცეული. “ეხო მოსკვისთან” საუბარში დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ “კოდორის ოპერაციის შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია”.

პარალელურად რუსული საინფორმაციო წყაროები იტობინებიან, რომ ოპერაციის გარკვეული ფაზა დასრულდა და აფხაზურმა შენაერთებმა კოდორის ხეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!