უახლოეს პერიოდში საქართველოში არსებული ყველა სკოლის დირექტორის ხელფასი, საშუალოდ, 300 ლარი იქნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.;
როგორც მან აღნიშნა, ხელფასებთან დაკავშირებით სკოლებში იყო გარკვეული დისბალანსი - არსებობენ სკოლები, სადაც მასწავლებელთა ხელფასი, საშუალოდ, 200 ლარზე მეტია, თუმცა დირექტორის ხელფასი არის საკმაოდ შემცირებული.
მისივე თქმით, საქართველოში1000-ზე მეტი სკოლაა, სადაც დირექტორის ხელფასი 130-140 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გილაურის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სკოლის დირექტორის ხელფასი, საშუალოდ, 300 ლარი იქნება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ რამდენიმე ახალი ინიციატივა წამოაყენა, რომელიც განათლების სისტემაშია დაგეგმილი.
პრემიერის განმარტებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში აპრილიდან დაიწყება სკოლებში ექსპერიმენტი. -10 სკოლაში მანდატურის სამსახური ჩამოყალიბდება, რომელიც სკოლებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
აპრილ-მაისის თვიდან კი, სკოლებში ამოქმედდება სპეციალური სასკოლო ბარათი, რომელიც იქნება მოსწავლისთვის ანგარიშსწორების საშუალება და; მოსწავლე საკვებისა თუ სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა შეეცდება, აღნიშნულ ბარათს დამატებითი ფუნქცია შესძინოს, რაც;; გულისხმობს, რომ მშობელს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვიდეს ინფორმაციას, თუ როდის შევიდა მისი შვილი სკოლაში და როდის დატოვა სკოლა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"