საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თავდაპირველად მხოლოდ თბილისში შემოდის და მხოლოდ ერთი კატეგორიის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, დაექვემდებარება მის განხილვას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. შემადგენლობა ყოველ კონკრეტულ საქმეზე თბილისის საარჩევნო სიიდან შემთხვევითი პრინციპით შეირჩევა. მათი ასაკი 18-დან 70-წლამდე იქნება.

პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია; გამომძიებელია; პოლიციელია; ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; სასულიერო პირია; აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა; ბრალდებულია; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია; მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე; ფსიქოლოგია; ფსიქიატრია; იურისტია.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე: თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; 70 წელს გადაცილებულია. სხვა შემთხვევაში ვალდებულებისაგან თავის არიდება 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად ან ხმათა უმრავლესობით. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე მოსამართლეს სხდომის წაყვანის ფუნქცია აქვს. იგი არ ერევა ნაფიცი მსაჯულების მუშაობაში. თუ მხარე, პროკურატურა ან დაცვა წინააღმდეგია საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ საქმეს, ნაფიცების გარეშე მოსამართლე იხილავს. ასევე, თუ მხარე წინააღმდეგია სასჯელი ნაფიცებმა განსაზღვრონ სასჯელის ზომას მოსამართლეს ადგენს.

ნაფიცების განხილვას დაექვემდებარება უკვე დღეიდან 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაწყებული გამოძიების საქმე. ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით შემოდის, რომელიც დღეს ამოქმედდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება