ქარელში ხვალ საქართველოს სახალხო არტისტის ჯანო ბაგრატიონის იუბილე აღინიშნება. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, უმცროსი ჯანო ბაგრატიონი და ბუბა კიკაბიძეც დაესწრებიან.
ისინი ბაგრატიონის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ, შემდეგ კი დაგეგმილია იუბილესთან დაკავშირებული ფესტივალ–კონკურისის გამართვა, რომელშიც ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად მონაწილეობას მიწვეული ანსამბლები მიიღებენ. გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით, ასევე საპატიო სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
საუკეთესო ანსამბლებს მიენიჭებათ ლაურეატის წოდება. საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ალამი".
ჯანო ბაგრატიონი წარმოშობით ქარელის რაიონის სოფელ აბანოდანაა.