თუმანიშვილის თეატრი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

თუმანიშვილის თეატრი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ახალი პროექტის “ჰეფენინგები”-ს პრეზენტაცია კინომსახიობთა თეატრში დღეს გაიმართება.

;როგორც “ინტერპრესნიუსს” პროექტის ორგანიზატორმა, კინომსახიობთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხათუნა წულაძემ განუცხადა, პროექტის პრეზენტაცია 18.00 საათზე გაიმართება და ყოველ სამშაბათს თეატრის ქვედა ფოიეში ჩატარდება.

;წულაძის თქმით, პროექტში, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობისთვის ხორციელდება,;; მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს (თეატრი, ლიტერატურა, მუსიკა, კინო, მხატვრობა, ქორეოგრაფია) წარმომადგენლები.

“დღეს ბევრი შემოქმედი უჩივის შესაფერისი სივრცის არარსებობას. ჩვენი დახმარებით მათ საშუალება ექნებათ სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენონ თეატრის სივრცე თავიანთი ნამუშევრების და საკუთარი თავის წარმოსაჩენად”, - განაცხადა წულაძემ.;

მისი თქმით, თეატრის ხელმძღვანელობამ, თეატრში ახალგაზრდა თაობის მოსაზიდად და მათი ცოდნის ასამაღლებლად, საჭიროდ ჩათვალა ამ პროექტის განხორციელება. ფოიეში, სადაც პროექტი ჩატარდება, განთავსებული იქნება მაგიდები და სკამები მაყურებლისთვის.

“ვფიქრობთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება, რადგან ძალიან დიდია ახალგაზრდების მოთხოვნა ისეთ გასართობ ადგილებზე, სადაც მატერიალურად ხელმისაწვდომ ფასებში შეეძლებათ შეღწევა და თან დროის სასიამოვნოდ გატარება. ამ პროექტში კი გამომსვლელებიც და მაყურებელიც სანახაობის მონაწილეები იქნებიან. მათ მეტი საშუალება ექნებათ ერთმანეთთან დაახლოების, აზრების გაზიარების და საერთო ენის გამოძებნის”, - აღნიშნა ხათუნა წულაძემ.;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში