(იხილეთ ვიდეო) ბრიტანული მედია დაუნინგ-სტრიტის ახალი მკვიდრის შესახებ წერს. საკმაოდ მოზრდილი ვირთხა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის კარების წინ ტელეკამერამ დააფიქსირა .
ვირთხამ ტელემაყურებლების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც "ბიბისის" კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში სოციალურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე საუბრობდა. კორესპონდენტს და ვირთხას ერთმანეთისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ჟურნალისტი პრემიერის რეზიდენციასთან ზურგით იდგა. ვირთხამ კი სწრაფად და დამაჯერებლად ჩაირბინა რეზიდენციის კარებთან და სარდაფის ფანჯრიდან შენობაში შეხტა.
ვიდეორგოლი მაშინვე მოხვდა საიტ "იუთუბზე" და ბოლო ერთი დღის განმავლობაში ის ათი ათასობით ადამიანმა ნახა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუნინგ-სტრიტზე ვირთხები ბოლო პერიოდში გამრავლდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლეგენდარული კატა ჰემი, მეტსახელად "თაგვების მეთაური" პენსიაზე გაუშვეს. ის პირნათლად ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის სამ პრემიერ-მინისტრს –მარგარეტ ტეტჩერს, ჯონ მეიჯორს და ტონი ბლერს.