რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე გადაღებული ფილმ „ოლიმპუს ინფერნო“-ს რეჟისორ იგორ ვოლოშინს ყველაზე მეტად ფილმზე ქართველების რეაქცია აღელვებს. ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერს“ განუცხადა.
;„ახლა ყველაზე მეტად იმაზე ვღელავ, როგორი იქნება ამ ფილმზე რეაქცია საქართველოში. მე ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მიყვარს ქართული კულტურა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები გაიგებენ, რომ ეს არ არის ფილმი მათზე. ეს არის ფილმი ორ ახალგაზრდა ადამიანზე, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთეს“, - განაცხადა ვოლოშინმა.
;მისი მტკიცებით, ფილმი მხოლოდ ორი ახალგაზრდა ადამიანის თავგადასავალს აღწერს, რომლებმაც ომის საქართველოს მიერ დაწყების შესახებ ფოტოები იპოვეს.
;„დაიწყო კამათი „ცუდ ქართველებსა და ცუდ რუსებზე“, მაგრამ ეს მხოლოდ კინოა. მე გადავიღე ფილმი, ხელოვნების ნაწარმოები და მას ასე უნდა მივუდგეთ. ხალხს მოსწონს ვიეტნამის ომზე ისეთი შედევრის ყურება, როგორც არის ფილმი „აპოკალიფსი დღეს“. მაგრამ, რატომღაც, არავინ უფიქრდება, რომ ფილმის გმირები ვიეტნამში შეიჭრნენ“, - განაცხადა რეჟისორმა.;
;თუმცა, იგი აქვე აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს და მიიჩნევს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
;ფილმის „ოლიმპუს ინფერნო“ პრემიერა გუშინ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე შედგა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"