მობილური ოპერატორი "ბილაინი" ქალბატონებს ახალ, ყველაზე "უნიქალურ" ტელეფონებს სთავაზობს.
ALCATELI (OT 808) მოდელის გასახსნელი ტელეფონი, Qwerty კლავიატურით, ვარდისფერ და ნაცრისფერშია და ფერადი ეკრანი აქვს. ტელეფონი აღჭურვილია 2 მეგაპიქსელიანი კამერით, ვებ კამერით,M3 პლეიერით, რადიო, მაღვიძარა, Opera Mini 4 ბრაუზერით, Facebook-ის და Twitter-ის აპლიკაციებით.
ტელეფონის საცალო ღირებულება 160 ლარია და მისი შეძენა მხოლოდ "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების ოფისებშია შესაძლებელი. ტელეფონი მხოლოდ "ბილაინის" ქსელში მუშაობს.
"კომპანია "ბილაინი" კაცობრიობის ყველაზე მომხიბვლელ ნაწილს, ქალბატონებს სიახლეს სთავაზობს, რომელიც მათ მოთხოვნებსა თუ სურვილებზე განსაკუთრებით მორგებულია. დარწმუნებულები ვართ, ეს მოდელი, რომელიც ფუნქციონალური ნაწილის გარდა, ძალიან მომხიბვლელადაც გამოიყურება, 2011 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდურ აქსესუარად იქცევეა", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"