თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და საფრანგეთის ელჩმა, ერიკ ფურნიემ აღმაშენებლის #75-ში ფრანგული ინსტიტუტი გახსნეს.
როგორც ერიკ ფურნიემ განაცხადა, თბილისის ფრანგული ინსტიტუტი მსოფლიოში გახსნილ 13 ინსტიტუტთაგან ერთ-ერთი პირველია.
"საზოგადოებისათვის გახსნილი ფრანგული ინსტიტუტი, მრავალმხრივი ღონისძიებების მეშვეობით, საქართველოში ფრანგული კულტურის გავრცელებისა და ფრაგულ-ქართული თანამშრომლობის განმტკიცების მისიას ემსახურება", _ განაცხადა ერიკ ფურნიემ.
ფრანგულ ინსტიტუტში გააგრძელებს მუშაობას ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი, რომელიც გუდიაშვილის #10-ში მდებარეობდა.
ფრანგულ ინსტიტუტში უკვე ფუნქციონირებს ფრანგული ენის კურსები, ფრანგული ენის საგამოცდო ცენტრი, ტრენინგები ფრანგული ენის მასწავლებლებისათვის, ფრანკოფონიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ასევე საფრანგეთში ლინგვისტური სტაჟირებების ორგანიზება.
ინსტიტუტი იმუშავებს ასევე კულტურის, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო სფეროში საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის კუთხით.