იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის ნახვა მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი (http://www.i-s-c-a.com/show-cave/131-imereti-caves). ვიზიტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ადგილმდებარეობის და მის შემადგენლობაში არსებული უნიკალური მღვიმეების შესახებ. ამასთან, დაათვალიერონ ფოტო-გალერეა და აღმოაჩინონ სათაფლიას მღვიმე მსოფლიო რუკაზე.
დღესდღეობით მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 22 ქვეყანა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს საერთაშორისო მღვიმეების განვითარებისა და კონსერვაციის ხელშეწყობა, მღვიმეთა ოპერატორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით საზოგადოების ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები "მსოფლიოს მღვიმეთა ასოციაციის" წევრი 2009 წელს გახდა. კომლექსის მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება მღვიმეების მართვისა და დაცვის საკითხებში ტექნიკური დახმარების მიღებას და მსოფლიოს მასშტაბით იმერეთის მღვიმეების, მათ შორის სათაფლიას ნაკრძალის და პრომეთეს მღვიმის, პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"