დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის ვებგვერდი შეიქმნა

საქართველოში დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR) საინფორმაციო ვებგვერდი შეიქმნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს, მათ PRTR-ის საინფორმაციო ვებგვერდზე მუშაობა აგვისტოში დაასრულეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ვებგვერდი მოიცავს როგორც ზოგად ინფორმაციას PRTR სისტემაზე, ასევე კონკრეტულად საქართველოში ეროვნული რეესტრის შემუშავების პროცესზე. ვებგვერდი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ვებგვერდი პროექტის - "საქართველოში დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის ეროვნული რეესტრის (PRTR) შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერება და ქიმიკატების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) განხორციელების მხარდაჭერა", მე-4 ფაზაში შემუშავდა.

პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრენინგებისა და კვლევების ინსტიტუტის (UNITAR) ტექნიკური დახმარებით ახორციელებს.

ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის (SAICM) ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სწრაფი დაწყების პროგრამის სატრასტო (QST TF) ფონდიდან.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება