საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქარელში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზია დაათვალიერა.
გიმნაზიის საკლასო ოთახებისა და ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა პატრიარქს ფოლკლორული კონცერტი გაუმართეს. უწმინდესისთვის იმღერეს და იგალობეს სასულიერო პირებმა და მომღერალმა "ზუმბამ".
კონცერტის შემდეგ პატრიარქმა ქარელსა და მიმდებარე რაიონებში მოსწავლეების სულიერების ამაღლებისთვის გიმნაზიის რექტორი, არქიმანდრიტი სტეფანე კორინთელი მეორე ჯვრით დააჯილდოვა. ოქროსა და ვერცხლის მედლები კი, წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცა.
პატრიარქი დღეს რუის-ურბნისის ეპარქიაში წმინდა ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"