მძლეოსნობაში სამი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება რეალურია

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოპსორტის ფედერაციათა ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილთან საუბრისას მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა, ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის ექვსი სპორტსმენი იბრძვის, რომელთაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლიათ.

"ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს ლიცენზიის მოპოვება ალბათ გარანტირებულია. გვეიმედება სპრინტერ დავით ილარიანის და სამხტომელ ლაშა ღულელაურისაც. ეს უკანასკნელი უნიჭიერესი სპორტსმენია და შედეგებს დღითი დღე აუმჯობესებს. ურიგო შანსი არც ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს აქვს. მოკლედ ვფიქრობ სამი ლიცენზიის მოპოვება უტოპიას არ წარმოადგენს, პროგრამა მაქსიმუმი კი 4-5 საგზურია”, - აღნიშნა მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცმა ალექსანდრე ახვლედიანმა.

ოლიმპიადამდე მძლეოსნებს ასპარეზობა სტამბოლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და ჰელსინკში დაგეგმილ ევროპის პირველობაზე მოუწევთ. ველოსპორტში გიორგი ნადირაძის იმედი გვაქვს, რომელსაც, ფედერაციის პრეზიდენტის ბესო ნადირაძის თქმით, სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლია.

სეოკ-ის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით გადაწყვეტილია მისი იტალიაში კერძოდ, ვერონაში მდებარე ველოსპორტის კლუბში გაგზავნა სავარჯიშოდ, სადაც გამოცდილებასაც აიმაღლებს, ბევრი სტარტიც ექნება და ლიცენზიის აღების შანსიც გაიზრდება.

ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე სეოკ-ის დაფინანსებით უკვე უკრაინაში იმყოფება შეკრებაზე და როგორც ფედერაციის მესვეურები ამბობენ, ოლიმპიურ საგზურსაც უნდა შესწვდეს. სალიცენზიო ტურნირი ნიჩბოსნებს მაისის თვეში პოლონეთის ქალაქ პოზნანში ექნებათ.

რაც შეეხება ტაეკვონდოს, აქ ოლიმპიური პერსპექტივები ცოტათი ბუნდოვანია. ერთადერთი შანსი ქართველ ტაეკვონდისტებს ყაზანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე აქვთ და იქაც მინიმუმ საპრიზო სამეულში უნდა მოხვდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება