ქუთაისის იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის საინფორმაციო სტენდი გაიხსნება

დაცვის პოლიცია, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ მინი-პროექტს - "საიმედო დაცვის პირველი საფეხური - ყველაფერი ერთ სივრცეში" იწყებს.

პროექტი გულისხმობს იუსტიციის ახალ სახლებში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა და გორში დაცვის პოლიციის შესახებ საინფორმაციო ელექტრონული, ონლაინ სტენდის განთავსებას.

ამასთან დაკავშირებით ხვალ, ქუთაისის იუსტიციის სახლში, დაცვის პოლიციის საინფორმაციო სტენდი გაიხსნება. მარტივი კომუნიკაციისთვის სტენდზე მოთავსებული იქნება სპეციალური (touch screen) მონიტორი, რომლის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი საკონტაქტო მონაცემები დაცვის პოლიციაში.

მათ უმოკლეს დროში დაუკავშირდებიან დაცვის პოლიციის ოპერატორები და გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას დაცვითი სერვისების შესახებ. სტენდებში ასევე გამოიფინება საინფორმაციო ფლაერები, ბროშურები, ბუკლეტები ქონებისა თუ ბიზნესის უსაფრთხოების შესახებ.

როგორც დაცვის პოლიციის სამსახურში აღნიშნავენ, "საიმედო დაცვის პირველი საფეხური - ყველაფერი ერთ სივრცეში" - დაცვის პოლიციისა და იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ერთობლივი ინოვაციური პროექტია.

გასული წლის ოქტომბერში დაცვის პოლიცია პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც საკუთარ სერვისებში ID ბარათების ინტეგრაცია შეძლო.

იუსტიციის სახლების გარდა დაცვის პოლიცია მსგავსი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სტენდების განთავსებას სხვა ადმინისტრაციულ და ბიზნეს ორგანიზაციებშიც გეგმავს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება