ხონის საავადმყოფოში საკეისრო კვეთისას 27 წლის ქალი გარდაიცვალა

ხონის საავადმყოფოში საკეისრო კვეთისას 27 წლის ქალი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა, რომელიც ხონში იმყოფება.

ცაგარეიშვილის ინფორმაციითვე, გარდაცვალების მიზეზი მოუწესრიგებელი სადაზღვევო სისტემა გახდა.

დეპუტატის ინფორმაციით, ქალბატონი სამტრედიაში ცხოვრობდა და მას "აი სი ჯგუფი"-ს დაზღვევა ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში "აი სი ჯგუფი"-ს დაზღვევა არ მოქმედებს, იგი ქუთაისში წაიყვანეს. ქუთაისიდან კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ხონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც "აი სი ჯგუფი"-ს დაზღვევა მოქმედებს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქუთაისიდან ქალბატონს მეან-გინეკოლოგი გამოაყოლეს, თუმცა ხონში ჩასვლისას გაირკვა, რომ ამ საავადმყოფოში არ არსებობდა ანესთეზიოლოგი და მისი ჩამოყვანა მარტვილიდან გადაწყვიტეს. სანამ მარტვილიდან ანესთეზიოლოგი ხონში ჩამოვიდოდა, 27 წლის ქალბატონი დაიღუპა. ექიმებმა მხოლოდ ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

გიორგი ცაგარეიშვილი მომხდარს მიხეილ სააკაშვილის ჯანდაცვის რეფორმას უკავშირებს და ამბობს, რომ როდესაც 21-ე საუკუნეში საკეისრო კვეთისას ადამიანი მსგავს პირობებში იღუპება, იმ ქვეყნის ყველა ხელისუფალი და განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ როდესაც დღეს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ურეკში საავადმყოფოების გახსნაზე საუბრობდა, მას არ ახსოვდა თუ რა დღეშია რეალურად ჯანდაცვის რეფორმა, თუ როგორ აკეთებენ სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორსული ქალების სიცოცხლის ხარჯზე ფულს.

"ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია და ამ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მთელ ხელისუფლებას უნდა დაეკისროს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს