"საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის წინ მოქალაქემ ვენების გადაჭრა სცადა

გაგარინის მოედანზე, "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის შენობის წინ მოქალაქე გია ხამაშურიძემ დანით ვენების გადაჭრა სცადა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ხამაშურიძეს "საქართველოს ბანკიდან" სესხი აქვს აღებული.

შენობასთან მყოფმა პირებმა მოქალაქეს ვენების გადაჭრის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით იგი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ექიმების ბრიგადამ 51 წლის გია ხამაშურიძე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, ხამაშურძის მეუღლის, სოფიო სურგულაძე-ხომაშურიძის ინფორმაციით,  ბანკმა კრედიტის სახით  1 300 000 ლარი მისცა. როგორც სოფიო სურგულაძე-ხამაშურიძემ განაცხადა, მან თანხა ქუთაისში ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენა, კერძოდ ფართების მოწყობისათვის. როგორც ის აცხადებს, ქალაქში ფლობდა სხვადასხვა სახის მაღაზიებს, კაფე-ბარს, აფთიაქს, "ბენეტონის" ფირმის მაღაზიას და სხვა სახის ბიზნესს.

სოფიო სურგულაძე-ხამაშურიძის თქმით, 2009 წლიდან შეექმნა პრობლემები კრედიტის გადახდაში და უკვე 2010 წლის თებერვლიდან "საქართველოს ბანკი" მას ქონებას ედავება.

სოფიო სურგულაძე-ხამაშურიძემ აღნიშნა, რომ მას უკვე პროცენტის სახით, დაფარული აქვს დაახლოებით 1 200 000 ლარი, ხოლო ბანკი დამატებით კიდევ 1 228 000 ლარს ითხოვს. აღსრულებაში გადაცემულია 12 ობიექტი, მათ შორის - საცხოვრებელი სახლი და ბინები.

ამასთან, სოფიო სურგულაძის მეუღლემ დღეს ბანკის სათაო ოფისის წინ ვენების გადაჭრა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, იგი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხამაშურიძემ და კიდევ 30-მდე ადამიანმა ბანკის წინ აქცია-ბრიფინგი ”ლეიბორისტებთან” ერთად გამართეს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება