სოკარმა ავტოგასამართი სადგურები ყაზბეგსა და ზუგდიდში გახსნა (R)

კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" ქალაქ ზუგდიდსა და ყაზბეგში, გასული კვირის განმავლობაში  კიდევ ორი ავტოგასამართი სადგური გახსნა.

საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს წერტილში ევროპული დონის ავტოგასამართი სადგურის გახსნა არა მარტო რეგიონის განვითარებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ავტოგასამართ სადგურებზე 31 ადამიანი დასაქმდა რაც 31 უზრუნველყოფილ ოჯახს უდრის. ავტოგასამართი სადგურების გახსნას კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაესწრო.

დღევანდელი დღის მონაცემებით კომპანიას უკვე 96 ავტოგასამართი სადგური აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. ევროპული სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მომსახურება საწვავის შეძენის პროცესს სასიამოვნოს ხდის. ზუგდიდის ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით განთავსებულია მარკეტი და მექანიკური ავტო-სამრეცხაო. უმაღლესი ხარისხის საწვავის გამშვები სვეტები საწვავის ჩასხმის 100% სიზუსტეს უზრუნველყოფს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის.

კომპანია ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. ამას ”ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის” მიერ გაცემული სპეციალური ჯილდოც ცხადყოფს, რომელმაც ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების ქსელის მფლობელად დაასახელა. altმომხმარებელს, რომელიც ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ავტოგასამართი სადგურით ისარგებლებს, ერთდოულად შეუძლია მიიღოს მრავალფეროვანი მომსახურება და დაისვენოს კიდეც. ავტოსამრეცხაო, მარკეტები და კაფეები "სოკარის" ყველა დიდ ავტოგასამართ სადგურზე მდებარეობს. გარდა ამისა, საწვავი, რომელიც კომპანიის ქსელში იყიდება მაღალი ეკოლოგიური მაჩვენებლებით გამოირჩევა, რაც კომფორტს უქმნის ავტომობილს, ხოლო მისი მფლობელისთვის უსაფრთხო გარემოს გარანტია.

ასეთი ძლიერი კომპანიის შესვლა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მრავალი ადამიანის დასაქმებას და უახლესი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მოცემულ მომენტში კი გეოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყნის თანაბრად განვითარება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

"სოკარი" ერთ-ერთი მოწინავეა იმ კომპანიებს შორის, ვინც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში