ბათუმში ჭაჭის კოშკი გაიხსნა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი პარკის შესასვლელთან ჭაჭის კოშკი გაიხსნა. დღეს, 19:00 საათზე ახალ პარკში მიმსვლელებს ჭაჭის არყის უფასოდ დალევის შესაძლებლობა ექნებათ.

კოშკის გახსნას ესწრებოდნენ ლევან ვარშალომიძე, ბათუმის ახალი მერი ჯემალ ანანიძე და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

როგორც ჯემალ ანანიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტი ქართული ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებას შეუწყობს ხელს.

"თურქეთის ქალაქ იზმირში თითქმის ანალოგიური პროექტია, ეს მოპარული პროექტი არ არის, შეთანხმებული ვარიანტია. მოხდება ქართული ალკოჰოლური სასმელების რეკლამირება. თუ ვინ აწარმოებს და რა თვისების მატარებელია პროდუქცია, დაინტერესებულ პირებს ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის აქ მყოფი მომსახურე პერსონალი", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქიქავა განმარტავს, ყოველ დღე 10 წუთის განმავლობაში ჭაჭის კოშკიდან სხვადასხვა სახეობის ჭაჭის არაყი გადმოედინება.

25-მეტრიანი კოშკის მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 810 055 ლარი გამოყო.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ჭაჭის შადრევანი გაიხსნა

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა