ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია ”ტექნო ბუმი” მხოლოდ 5 დღით - 26 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ”თბილისი მოლში” გამართულ ევროპის ხარისხის კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებს სიურპრიზის სახით ”ტექნო ბუმის” მოსაწვევებს გადასცემს. მოსაწვევით აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრზე მდებარე ”ტექნო ბუმის” ცენტრში მოსული სტუმარი საჩუქრების დოლურადან ბარათს თავად ამოიღებს, მათ შორის ყველაზე იღბლიანს კი, 50 საჩუქრიდან (5 LCD ტელევიზორი, 10 მობილური ტელეფონი და 35 საბავშვო კედლის საათი) ყოველგვარი შენაძენის გარეშე შესაძლოა, შეხვდეს საჩუქარი.
მას, ვისაც მოსაწვევით არ შეხვდება საჩუქარი, მეორე შანსი შეუძლია გამოიყენოს და ჩაერთოს ”ტექნო ბუმის” საახალწლო აქციაში ”ჯადოსნური ბუმი”. აქციის ფარგლებში თქვენ შეიძენთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ტექნიკას საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად და საკუთარი ხელით ამოიღებთ სასაჩუქრე ბარათს, სადაც ყველა ბარათი მომგებიანია და აუცილებლად გახდებით საჩუქრის მფლობელი.
კომპანიის ცნობით, მსხვილი ტექნიკის შეძენისას მიიღებთ ერთ ბარათს, ხოლო ნებისმიერი სხვა ტექნიკის შეძენისას ორ ნივთზე ერთი სასაჩუქრე ბარათის დოლურაში განთავსებულია LCD ტელევიზორების, კომპიუტერების, ნოუთბუქების, ფოტოაპარატების, მაცივრების, სარეცხი მანქანების, უთოების, ფენების, ბლენდერების, სენდვიჩის აპარატების, მობილური ტელეფონების, თმის საკრეჭების დ სხვა სახის ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები.
”ტექნო ბუმში” შენაძენის გაკეთება მომხმარებლისთვის ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო და მომგებიანია, რადგან აქ ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანია, ფასები კი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი. კომპანიაში გეძლევათ ფასის გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის მანძილზე სხვა რომელიმე ქსელში თუ დაიწყება საახალწლო ფასდაკლებები და იმავე ნივთს უფრო დაბალ ფასად ნახავთ, მობრძანდებით ”ტექნო ბუმში” და ფასის სხვაობას უკან დაიბრუნებთ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"