აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი აფეთქებისას გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტის სურათები გაავრცელა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთაში, ლითონის ქვაბში ინახებოდა. ნაპოვნი ფრაგმენტები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ფედერალურ ბიუროს ამ დრომდე არ ჰყავს ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი.
ბოსტონის ყოველწლიური მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარ აფეთქებას 15 აპრილს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 170 კი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთს კიდურების ამპუტაცია გაუკეთდა. გარდაცვლილთა შორის ერთი 8 წლის ბავშია, ერთი ჩინეთის მოქალაქე და ერთიც ბოსტონელი ქალბატონი.
18 აპრილს ბოსტონში დაღუპულთა საპატივსაცემო სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაც დაესწრება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"