დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს მოუწოდებს, მშიშრები მის ყოფილ მოადგილეებში მოიკითხოს

დათა ახალაია მოუწოდებს ივანე მერაბიშვილს, მშიშრები და ზეგავლენის ქვეშ მოქცევისაკენ მიდრეკილი პირები, როგორც მის ყოფილ მოადგილეებში, ასევე მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში მოიკითხოს, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას სახელით ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს .

მისივე განმარტებით, აღნიშნული განცხადების გაკეთების შესაძლებლობა ახალაიას მიერ მისდამი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნია.

"ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ა.წ. 16 აპრილს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბატონი დავით ახალაია ბრალს დებს ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებში – ნამდვილად ეკუთვნის ბატონ დავით ახალაიას.

აქვე ვალდებული ვარ კატეგორიულად უარვყო და გავაქარწყლო ბატონი ივანე მერაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეული განცხადება იმის შესახებ, თითქოს დავით ახალაია მოექცა ზეწოლის ქვეშ, ვერ გაუძლო წნეხს და ამის გამო უყენებს მას ბრალდებებს.

ბატონი დავით ახალაია მიუთითებს და მოუწოდებს ივანე მერაბიშვილს, რომ "მშიშრები" და ზეგავლენის ქვეშ მოქცევისაკენ მიდრეკილი პირები მოიკითხოს როგორც მის ყოფილ მოადგილეებში, ასევე მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში", - ნათქვამია ზაქარეიშვილის განცხადებაში.

ამასთან, ადვოკატი ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, დავით ახალაიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მასთან, როგორც ინტერესების დამცველთან გადაამოწმონ.

იხილეთ ვიდეო: დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს მოუწოდებს, მშიშრები მის ყოფილ მოადგილეებში მოიკითხოს

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა