თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუბინაშვილის, მამარდაშვილის, გრანელის, ბენაშვილის, ჩიტაიას და ჩიქობავას ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე - ცაიშის, ასხინის, სალხინოს და აბაშის ქუჩებს; 10:00-დან 12:00 საათამდე - სოფლების წავკისის და შინდისის მოსახლეობას.
11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება კიკეთი, ბეთანია, დიდება და კოჯორი; 11:00-დან 16:00 საათამდე - დიღმის მასივის III კვარტალი; 10:00-დან 14:00 საათამდე - სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის მასივის IV კვარტლის და ჭიაურელის ქუჩა; 11:00-დან 16:00 საათამდე - გლდანის მასივის VI მიკრორაიონი, ქეთევან წამებულის გამზირი, ფოსტის, ბადიაურის, სართიჭალის, ირბახის და წურწუმიას, ასათიანის, ტაბიძის, მაჩაბლის, რიწის, ცხემის და სარაჯიშვილის ქუჩები.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ქერჩის და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს, ასევე გოთუას ქუჩას; 10:00-დან 16:00 საათამდე - სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე - ვარკეთილის მასივის ზემო პლატო.
11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს; 11:00-დან 15:00 საათამდე - ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის III, IV კვარტლების და კალოუბნის ქუჩის მოსახლეობას, ხოლო 10:00-დან 14:00 საათამდე წყნეთის "ა" ზონას და ვაშლის ბაღის დასახლებას.
11:00-დან 17:00 საათამდე გაითიშება ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის IV მიკრორაიონი.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"