საბურთალოს გამგეობა საზოგადოების წინაშე დამსახურების მქონე პირებისთვის წოდების მინიჭებას გეგმავს

საბურთალოს რაიონის გამგეობა საზოგადოების წინაშე დამსახურების მქონე პირებისთვის წოდების მინიჭებას გეგმავს, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გია ხუროშვილმა საბურთალოს რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

ხუროშვილის განცხადებით, 150 განაცხადია შესული, საზოგადოების წინაშე დამსახურების მქონე პირებისათვის წოდების მინიჭების შესახებ. მათ სურთ დააწესონ "ამაგდარი საბურთალოელის" და "საპატიო საბურთალოელის" წოდებები. ამ წოდებების მისანიჭებლად გამგეობამ "თბილისის შესახებ კანონის" თანახმად, საკრებულოს მიმართა.

გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულო ადგენს წოდების მინიჭების საკითხს და მერიასთან არსებული კომისია ამ წოდებებს ანიჭებს. გამგებლის განმარტებით, სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემდეგ ამ ყოველივეს განხორციელება მოხდება. უკვე არსებობს იმ პირთა სია, რომელთაც ეს წოდება უნდა მიენიჭოთ. სავარაუდო კანდიდატები არიან გელა ჩარკვიანი, ნუნუ გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის ცნობილი მოღვაწეები.

26 დეკემბერს გაიმართება ღონისძიება, რომელზეც საპატიო საბურთალოელის წოდების მინიჭება მოხდება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება