"თბილისი მოლი" დღეს ახალგაზრდულ ბიზნეს მარათონს უმასპინძლებს

"თბილისი მოლი" 22 დეკემბერს ახალგაზრდულ ბიზნეს მარათონს უმასპინძლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, "ბიზნეს მარათონი 20=200" უკვე მეშვიდედ ტარდება. პროექტს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტოროს მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ბიზნეს მარათონში 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათ ევალებათ, ბიზნეს იდეა და იდეის მიხედვით მარათონზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ, შეიმუშაონ. აღნიშნულის შესაქმნელად საწყისი კაპიტალი 20 ლარი გამოეყოფათ.

გუნდები დაკომპლექტებულია როგორც მოსწავლეებით, ისე სტუდენტებით. რიგით მეშვიდე, საახალწლო ბიზნეს მარათონში ბათუმის გუნდიც მონაწილეობს.

დღის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც საკუთარი ბიზნეს საქმიანობით 20 ლარიდან მაქსიმალურ თანხას 200 ლარზე მეტს გამოიმუშავებს.

"ბიზნეს მარათონის თემატიკა ამჯერად საახალწლო ხელნაკეთი ნივთებია. ღონისძიების ფარგლებში გუნდების მიერ გასაყიდად წარმოდგენილი იქნება: ხელნაკეთი ნაძვის ხეები, ნაძვის ხის სათამაშოები, საახალწლო ნამცხვრები, 3D ორიგამით შექმნილი ნივთები, ნივთები სახლის ინტერიერისათვის და სხვ.

მარათონი მიზნად ისახავს: ახალგაზრდების თვითდასაქმების სტიმულირებას, აღნიშნული ბიზნეს ინოინიციატივების კონკრეტულ სამეწარმეო საქმიანობად გადაქცევას, ინოვაციური პროდუქციის და საქმიანობის სტიმულირებას, ახალი პროდუქტების და საწარმოო პროცესების ქართულ ბაზარზე გაჩენას", _ აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გუნდებს წინასწარ საკონსულტაციო სესიები ჩაუტარდათ. გუნდები საკუთარ პროდუქციას სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე "თბილისი მოლში" 10-დან 22-საათამდე გაყიდიან.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა