ანზორ ჩუბინიძე სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე შემცვლელის შერჩევამდე დარჩება

ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი შემცვლელის შერჩევამდე დარჩება. როგორც ჩუბინიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი სავარაუდო შემცვლელის კანდიდატურა მისთვის ჯერ ცნობილი არ არის. მისი განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მუშაობაში შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თანამდებობაზე შემცვლელის დასახელებამდე და მისთვის უფლებამოსილების გადაბარებამდე დარჩება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ირაკლი ღარიბაშვილი კი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი უფროსი ანზორ ჩუბინიძე თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მას ამ თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი შეცვლის, რომელიც ამჟამად სტრატეგიული ობიექტების დაცვის სამმართველოში მუშაობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში