მრევლი თადეოზ სტეფანწმინდელის მიერ დაარსებული მონასტრის გადარჩენას ითხოვს

კასპთან, წლევის მთაზე, თეთრახევის მამების ეკლესიის უძველეს ნანგრევებს დაცვა სჭირდება. წლევის მთაზე, თეთრახევის მამების ეკლესიის ნანგრევები თავისი მნიშვნელობით ფასეულია. ისტორიული წყაროების მიხედვით, წმინდა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, თადეოსმა, იგივე თათე სტეფანწმინდელმა მამათა მონასტერი დაარსა. სავარაუდოდ, მისი საფლავიც სწორედ იქ არის, თუმცა ზუსტად სად _ უცნობია. წმინდა ასურელ მამათა შორის წმინდა თადეოსი ერთადერთია, რომლის მიერ დაარსებული მონასტერი დღეს მოქმედი არ არის. როგორც ამბობენ, სამონასტრო ცხოვრება ამ მონასტერში სამი საუკუნის წინ შეწყდა.

წლევის მთა კასპიდან ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრში მდებარეობს. დაახლოებით 2 კილომეტრზე მეტი ნატაძრალამდე თეთრახევში ფეხითაა სავალი. მომლოცველებისთვის ეს ადგილი ნაკლებად ცნობილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მრევლმა, ალექსანდრე ჯაბაურმა განუცხადა, 2005 წლამდე ეკლესიის ნანგრევების უმეტესი ნაწილი მიწაში იყო დაფლული. ტაძრის მიწისგან გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობას კასპის თითქმის მთელი სამრევლო იღებდა. ჯაბაურის ინფორმაციით, გათხრების შედეგად აღმოჩენილია მამათა საძვალე და ჭურები. მისივე თქმით, 2007 წლიდან ობიექტი კულტურის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, თუმცა არქეოლოგიური ან ძეგლის შესანარჩუნებლად სამუშაოები იქ დღემდე არ შესრულებულა. მრევლი ძეგლის შესწავლას და დაცვას ითხოვს.

მისივე თქმით, კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მოძღვარი და მრევლი იქ პერიოდულად ადის და ღია ცის ქვეშ წირვაც ტარდება.

ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, მე-6 საუკუნის წმინდა ასურელი მამის, თადეოსის წმინდა ნაწილები მისი ხსენების დღეს საფლავიდან მონასტერში სასწაულებრივად ისევე ამოდიოდნენ, როგორც წმინდა შიო მღვიმელის. ამით წმინდა მამები მიანიშნებდნენ ბერებს, როგორი წელიწადი ექნებოდა ქვეყანას.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს