ე.წ. მეტრომშენის ბინების მესაკუთრეები თვითნებურად შესახლებულების გამოსახლებას მოითხოვენ

ზღვის უბნის დასახლებაში, ე.წ. მეტრომშენის ბინების მესაკუთრეები თვითნებურად შესახლებულების გამოსახლებას მოითხოვენ.

ბინების მესაკუთრეები ამჟამად კორპუსებთან არიან შეკრებილი. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბინების მესაკუთრეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ გამოსახლება არ მოხდა, ისინი იძულებული გახდებიან ძალის გამოყენებით დაატოვებინონ შესახლებულებს კორპუსები.

"ჩვენ წლების განმავლობაში მეტრომშენში ვმუშაობდით და დაგვირიგეს ეს ბინები. საჯარო რეესტრშიც გაფორმებული გვაქვს, შესაბამისად, ეს ბინები ჩვენ სრულიად კანონიერად გვეკუთვნის. უკვე რამდენიმე წელია ამ ბინებში შეიჭრნენ ლოტკინელები და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულები. ისინი სრულიად უკანონოდ არიან შეჭრილები ჩვენს ბინებში. მოვიგეთ რამდენიმე სასამართლო, ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა, რომ ბინები დატოვონ, თუმცა, ამას არ აკეთებენ. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცველი უწყებები გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ჩვენ, რომლებიც ქირით ვცხოვრობთ და რომლებსაც არ გვაქვს საკუთარი ბინები, კანონიერ მფლობელობაში არსებულ ბინებში ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. თუ გვერდში არ დაგვიდგებიან, იძულებულები გავხდებით შევიდეთ და მოვახდინოთ მათი გამოსახლება", - აცხადებენ მესაკუთრეები.

მათივე ინფორმაციით, ზღვის უბნის დასახლებაში 5 კორპუსში არიან შეჭრილები. ადგილზე იმყოფებიან პატრულის თანამშრომლები.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად