"კაზანტიპზე" დასასწრები ბილეთები გაძვირდა

"კაზანტიპზე" დასასწრები ბილეთები გაძვირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "კაზანტიპის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სტურუამ განუცხადა, ამ დროისთვის ვიზის შეძენა 400 ლარად არის შესაძლებელი. ვიზების შეძენა შესაძლებელი იქნება მომდევნო დღეებშიც, მაგრამ გამორციხული არ არის, ფასმა მოიმატოს.

"კაზანტიპი" დღეს 21:00 საათზე გაიხსნება, თუმცა ანაკლიაში უკვე უამრავი ტურისტი იმყოფება, მათ შორის არიან უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან ჩამოსული ტურისტები. დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგებია პუნქტთან, სადაც "ვიზების" გაცემა ხდება. ანაკლიასა და განმუხურში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია.

"ზუსტად 21:00 საათზე, "რესპუბლიკა კაზანტიპი" კარს გაუღებს ყველა იმ სტუმარს, ვინც "ვიზა" შეიძინა და განმუხურში ჩამოვიდა. ელექტრონული მუსკის ფესტივალს სხვადასხვა უცხოელი შემსრულებლები გახსნიან. სცენაზე ასევე წარსდგებიან ქართველი მუსიკოსები", - განაცხადა ნინო სტურუამ.

რაც შეეხება 10 დღის განმავლობაში დაგეგმილ ძირითად დღესასწაულებს, 20, 21 და 22 აგვისტოს იქნება ახალმოსახლეობა, ასევე, 20, 22, 26 და 30 აგვისტოს გაიმართება ბუშტების დღე, როდესაც რესპუბლიკის მოსახლეობა სათითაოდ ბუშტზე აწერს თავის სურვილს და მზის ჩასვლისას ჰაერში უშვებს. 24 და 29 აგვისტოს "ნანო ფილმების" ფესტივალი გაიმართება, ხოლო 30 აგვისტოს _ "ფინალური აპოთეოზი".

"კაზანტიპის რესპუბლიკის" მოსახლეობას მუსიკის მოსმენა დილამდე შეეძლება.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი