თბილისში ქართულ-ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრი გაიხსნება

თბილისში, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქართულ-ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრი გაიხსნება.

ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ნიდერლანდების მხარეს გახსნაზე წარმოადგენენ ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჟან ვილემ ბარძილაი, ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გერჰარდ ვიზერი და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი ლეი სანდერი. ცენტრის გახსნას დაესწრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

ქართულ -ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრი არის ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ჰოლანდიის ეპილეფსიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი სტანდარტების სპეციალიზებული ეპილეფსიის ცენტრის შექმნას. ცენტრი იმუშავებს, როგორც ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების მოდელი საქართველოში. იგი აღჭურვილია მაღალი კლასიფიკაციის დანადგერებით, დაკომპლექტებულია თანამშრომლებით, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში.

რთული შემთხვევები რეგულარულად განიხილება ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად ინტერნეტ კონსილიუმის ფორმით.

"ჩვენი მუშაობა მიმართული იქნება არა მხოლოდ ეპილეფსიის, როგორც დაავადების, სამკურნალოდ, არამედ მასთან დაკავშირებული სტიგმის და სტერეოტიპული წარმოდგენების წინააღმდეგ", - განაცხადა ქართულ-ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნათელა ოჯუჯავამ.

ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი უძველესი ეპილეფსიის კლინიკა, რომელიც დაარსებულია 1882 წელს. ამჟამად წამყვანი ეპილეფსიის მულტიდისციპლინური ცენტრი ევროპაში, რომელსაც უკავია წამყვანი ადგილი ეპილეფსიის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და სამეცნიერო კვლევის დარგში. არის ერთადერთი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კოლაბორაციული ცენტრი ამ დარგში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება