ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლები მამაკაცის მკვლელობის შესახებ დამატებით დეტალებს ყვებიან

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მამაკაცის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი სავარაუდოდ არ ჰყავს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი, წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე დაჭრეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ისინი ინციდენტის მონაწილე პირებს არ იცნობენ.

ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილმა მამაკაცმა თავდაპირველად ტაქსი გააჩერა და დახმარება ითხოვა.

"ეს ამბავი 02:00 საათზე გავიგეთ და გამოვედით გარეთ. როგორც მითხრეს, დაჭრილი იყო ვიღაც. მას ტაქსი გაუჩერებია და შველას ითხოვდა. სანამ ტაქსის მძღოლმა სასწრაფო გამოიძახა, დაჭრილი გარდაცვლილა", - აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, წუხელ, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ და ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ.

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, წუხელ არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა.  შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე