სოსო ციცაძე - თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ინტელექტი ეყოფა, რუსეთ-თურქეთის გაზსადენის პროექტში საქართველოს ჩართვა შესაძლებელია

ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, თუ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური ინტელექტი ეყოფა, რუსეთ-თურქეთის გაზსადენის პროექტში საქართველოს ჩართვა შესაძლებელია.

ცინცაძის განცხადებით, რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენის პროექტში საქართველოს ჩართვა ნორმალური მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი იქნება.

"აბსოლუტურად დაცული დღეს შვეიცარიის ბანკიც კი აღარ არის. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც წარმატება ყოველთვის რისკებით არის გაჯერებული. თუ ჩვენ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური ინტელექტი ეყოფა, რომელიც ჩემი აზრით ნულოვან დონეზეა, ეს შესაძლებელია. უნდა დავსვათ საკითხი, მართლაც აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის სერიოზული დარეგულირება გადაწყვეტილი, თუ თავი იაპონელებზე ჭკვიანებად მიაჩნიათ, რომლებსაც გაცილებით დიდი ტერიტორიული დავები აქვთ რუსეთთან, თუმცა ეკონომიკურ ურთიერთობას მაინც ახერხებენ", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ეს პროექტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა იქნება, რადგან დიდი ფული ყოველთვის კარგი არგუმენტია.

"ნუ გექნებათ პრეტენზია, რომ რუსეთი და საქართველო ძმები და მეგობრები იქნებიან, თუმცა ეს პროექტი ნორმალური მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი იქნება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ცინცაძის განცხადებითვე, რუსეთის მხრიდან მანიპულირების გაზრდის საშიშროება ყოველთვის არის. მისი თქმით, როგორც კი პუტინმა სამხრეთ ნაკადზე უარი განაცხადა, მაშინვე რუსეთ-თურქეთის მეგობრობა მაღალ დონეზე ავიდა, თუმცა დღეს მათ შორის სავაჭრო ბრძოლა მიმდინარეობს, დღეს დავა 6% და 15% შორის მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ისინი 10% შეჯერდებიან. ცინცაძის ვარაუდით, საქართველოსაც სწორედ იგივე ბედი ელის.

პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენის პროექტში საქართველოს ჩართვა, ქვეყანას ბევრ დადებით შედეგს მოუტანს.

აღნიშნულ განცხადებებს, რომლებიც დღეს "ჰოლიდეი ინნ"-ში, "გლობალური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება