ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტრანსპორტირება განხორციელდა კომპანია WELL-ის (Worldwide Energy Logistics Ltd) და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რაც საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გამართული სისტემის ფუნქციონირების შედეგია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ხვალ, ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, "საპარტნიორო ფონდის" პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე, ჩინეთის რესპუბლიკის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ელჩები საქართველოში და სხვა დაინტერესებული მხარეები.

სამატარებლო გადაზიდვა, ჩინეთში 2015 წლის 29 იანვარს დაიტვირთა და საქართველოში 6 თებერვალს დაიცალა. პროექტი საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩინეთის პროვინცია სინძანის ხელშეწყობით განხორციელდა.

"ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს; მისი მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით; უზრუნველყოფილი იქნება ასევე ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავიზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით", - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში